წმინდა მოწამე პოლიქრონია კაბადოკიელი - 23 აპრილი (6 მაისი)
წმინდა მოწამე პოლიქრონია კაბადოკიელი - 23 აპრილი (6 მაისი)
წმინდა პოლიქრონია გახლდათ დედა წმინდა დიდმოწამე გიორგისა და მეუღლე გერონტი მოწამისა.

წმინდა პოლიქრონია დაიბადა პალესტინის ლიდიაში. სიყრმიდანვე გამოირჩეოდა თავმდაბლობით და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით. მან შეიყვარა ღმერთი და დროს ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვაში ატარებდა. ესწრაფვოდა მარხვას და მოსაგრე ცხოვრებას, მაგრამ ის წარმართ გერონტის მიათხოვეს. დროთა განმავლობაში პოლიქრონიამ შესძლო ქმრის ქრისტეს რწმენაზე მოქცევა, იმდენად, რომ კაცი შემდგომ მოწამეობრივად აღესრულა. ქმრის სიკვდილის მერე პოლიქრონია დაბრუნდა ლიდიაში, თავის ვაჟ გიორგისთან ერთად, რომელიც ასევე აღზარდა ქრისტიანულ რწმენასა და ღვთისმოშიშებაში. როცა წმინდა გიორგი შეიპყრეს და ქრისტეს რწმენის გამო აწამებდნენ, დედა მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდა, გააძლიერებდა ღვაწლში და მასთან დილეგში საზიარებლად წმინდა ნაწილები შეჰქონდა.

ერთი ვერსიით წმინდა პოლიქრონია თავისი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მშვიდობით აღესრულა. ხოლო ბერძნული "ცხოვრებისა" და ხატის მიხედვით, როცა იმპერატორმა დიოკლიტიანემ ის თავის ვაჟის გვერდით იხილა, თავისთან მიიხმო და ჰკითხა, ვინ იყო. წმინდანმა უშიშრად უპასუხა: "მე პოლიქრონიას მეძახიან, ქრისტიანი ვარ, ისევე როგორც ჩემი ვაჟი გიორგი". განრისხებული დიოკლიტიანეს ბრძანებით იგი სხვადასხვაგვარი სატანჯველით აწამეს: ხეზე მიაბეს და სხეული რკინის ბრჭყალებით დაუგლიჯეს, ხოლო ჭრილობები ანთებული სანთლებით მოუწვეს. მაგრამ, პოლიქრონია ურყევი დარჩა რწმენაში და ძველებურად თავს ქრისტიანად აღიარებდა. ღვთის წყალობით პოლიქრონია ჭრილობებისგან განიკურნა, იგი დილეგში აღესრულა. წმინდა გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ის თავის ვაჟთან ერთად ლიდიაში დაკრძალეს. მოგვიანებით წმინდა პოლიქრონიას წმინდა ნაწილები ჯვაროსნებმა დასავლეთში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1