წმინდა მოწამე ქრისტოს მებაღე (+1748) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მოწამე ქრისტოს მებაღე (+1748) - 12 (25) თებერვალი
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო. ორმოცი წლის იყო, როცა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მებაღედ დაიწყო მუშაობა.

ერთხელ ბაზარში ვინმე თურქს ვაშლის ფასზე შეეკამათა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და თურქმა მას სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ ქრისტოსს დააბრალა, თითქოს მან დაიფიცა ისლამს მივიღებო. თურქმა წმინდანი სასამართლოში მიიყვანა და ცრუ მოწმეებიც წარმოადგინა, რომლებმაც ბრალდება დაადასტურეს. მაშინ მას სცემეს და სასამართლოში წაიყვანეს.

ცნობილი მწერალი კესარი დეპონტე (1713-1784), რომელიც შემდგომში ათონზე ბერად შედგა, რომ სწორედ იმ დროს, იმავე ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო იჯდა. მან იმდენი ქნა ქრისტოსისთვის ხუნდები აეყარათ და მცირეოდენი საკვები შესთავაზა მოსაძლიერებლად. მაგრამ ქრისტეს მხედარმა უარი თქვა: - რისთვის მინდა საჭმელი? მე მსურს ქრისტესთვის მოვკვდე მშიერ-მწყურვალი!

შემდეგ კი თავის მოკავშირეს ქამარზე ჩამოკიდებული სალესი ქვა მისცა, რომელსაც მუდამ თან ატარებდა და სთხოვა: ქვა გაეყიდა და საფასურით მის სახელზე რამდენიმე ლიტურგია შეეკვეთა. იმავე დღეს 1748 წლის 12 თებერვალს ჯალათებმა ქრისტოს, თავი მოჰკვეთეს.
ბეჭდვა
1კ1