წმინდა მოწამე აგნია ქალწული (დაახლ. +305) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა მოწამე აგნია ქალწული (დაახლ. +305) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონიუსის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიუსმა ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა - უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმა ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველას თვალებს უბნელებდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასთვის, იმავ წამს უსულოდ დაეცა მიწაზე, მაგრამ წმინდანის ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრებილი ხალხის წინაშე განაცხადა: "მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!" ამ სასწაულის მხილველმა ას სამოცმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მოწამებრივად აღესრულნენ. აგნია კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (+დაახლ. 304). მოწამე ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

ბეჭდვა
1კ1