წმინდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა - 21 იანვარი (3 თებერვალი)
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანემ, კანდიდმა და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმინდანებს აქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს. მხედართმთავარმა ქრისტიანებს წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც სამივემ მტკიცე უარი განაცხადა. ვალერიანე, კანდიდი და აკვილა ქრისტეს მხნე აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს აყრიდ¬ნენ. ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს, ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. მოწამეები ღუმლიდან უვნებლები გამოვიდნენ. გადარჩენილ მარტვილებს წარმართმა ჯალათებმა თავები მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1