წმინდა მოწამე ანასტასი (+662) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა მოწამე ანასტასი (+662) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა მოწამე ანასტასი ღირსი მაქსიმე აღმსარებლის მოწაფე იყო და მასთან ერთად დევნიდნენ მონოთელიტნი. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება სწორედ წმინდა ანასტასიმ შემოგვინახა. წმინდა მაქსიმეს წმინდა ანასტასის სეხნია კიდევ ერთი მოწაფე ჰყავდა. ორივე ანასტასი ერთად დაემოწაფა დიდ მამას. ეს კი ასე მოხდა:

იმ დროს როცა ბერად შემდგარი წმინდა მაქსიმე რომის მახლობლად უდაბნოს ერთ გამოქვაბულში მოღვაწეობდა, მასთან ორი ღვთისმოსავი ადამიანი გამოჩნდა. ორივეს სახელად ანასტასი ერქვა. ტომით ბერძნები იყვნენ, მაგრამ ძირითადად რომში ცხოვრობდნენ და სასულიერო მოღვაწეობის დაწყებამდე წარჩინებულ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ანასტასი და ანასტასი წმინდა მაქსიმეს შეევედრნენ, უფლება მიეცა დარჩენილიყვნენ და მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ. წმინდა მამას განმარტოებით ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სულიწმიდის შთაგონებით შეიტყო, რომ ორივე ანასტასი, ღვთის განგებით არიან მისულნი, ამიტომ, უფლის ნების წინააღმდეგ აღარ წავიდა და დათანხმდა. მათ ძლიერ გაუხარდათ და სიხარულით დარჩნენ. სულ მალე მოძღვრის გამოქვაბულის სიახლოვეს, მცირე სენაკი ააშენეს და იქ დამკვიდრდნენ.

წმინდა მაქსიმემ ამ უდაბნოში მოღვაწეობის დროს, დაიწყო ფართოდ ცნობილი, საღმრთო სიბრძნით სავსე, მართლმადიდებლური სწავლების განმამტკიცებელი და ყოველგვარი მწვალებლობის მამხილებელი ეპისტოლეების წერა. ეპისტოლეებს მათ მოწაფეების ხელით გადასცემდა. არც სამღვდელოებას და ერისკაცთ ივიწყებდა, რომლებიც ნეტარი მაქსიმეს ეპისტოლეებს ისეთი დიდი სიხარულით ხვ-დებოდნენ, თითქოს თავად პავლე მოციქულს მიეწერა მათთვის. ეპისტოლეები დაეჭვებულებს და მორწმუნეებს, ყველას, ერთიორად განამტკიცებდა რწმენაში.

წმინდა ანასტასი გარდაიცვალა 662 წელს.

ბეჭდვა
1კ1