წმინდა მოწამე ბაქოზი (ბაკქოსი) ახალი (+787) - 15 (28) დეკემბერი
წმინდა მოწამე ბაქოზი (ბაკქოსი) ახალი (+787) - 15 (28) დეკემბერი
დაახლოებით 790 წელს წმინდა მიწა არაბ მუსლიმანებს ჩაუვარდა ხელში. დამპყრობლებმა მრავალი აიძულეს ქრისტიანული რწმენა უარეყოთ . ერთ-ერთი ასეთი მოღალატე გახლდათ წმინდა ბაქოზის მამა, რომელმაც შვიდი შვილი გაზარდა. მისი ღვთისმოშიში ცოლი მოთმინებით ევედრებოდა უფალს და ქმრისა და შვილების მოქცევას შესთხოვდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, შვილებიდან მესამე ვაჟმა, დახაკმა ქრისტიანულად მონათვლა გადაწყვიტა. წმინდა საბას ლავრაში ნათლისღებისას სახელად ბაქოზი უწოდეს, ის აქვე მონაზვნად აღიკვეცა. მაგრამ იღუმენს მუსლიმანთა შურისძიების შეეშინდა და ბაქოზი უკან, იერუსალიმში დააბრუნა. წმინდანმა დიდი სიხარულით აუწყა დედას და ძმებს და დაარწმუნა ისინი ქრისტიანობა მიეღოთ. ყველა ძმა მოინათლა, ერთის გარდა, სწორედ მან დააბეზღა იგი ხელისუფლებასთან. წმინდა ბაქოზი იერუსალიმის ემირის ბრძანებით შეიპყრეს. წმინდანმა სასამართლოზე მხნედ აღიარა ქრისტეს რწმენა. მას სიკვდილი მიუსაჯეს და 787 წელს თავი მოჰკვეთეს. იოანე-ზოსიმეს კალენდარში წმინდა ბაქოზის ხსენება 11 აპრილსაა.

ბეჭდვა
1კ1