წმინდა ელეფთერ კუვიკულიარი (+305-311) - 15 (28) დეკემბერი
წმინდა ელეფთერ კუვიკულიარი (+305-311) - 15 (28) დეკემბერი
15(18) დეკემბერს მოიხსენიება წმინდა ელეფთერ კუვიკულიარი (მეფის საწოლის მცველი), რომელიც IV საუკუნეში, მაქსიმიანეს დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდა ელეფთერი ბიზანტიელი იყო. აღიზარდა სამეფო კარზე, სადაც მალევე მიაღწია საპატიო მდგომარეობას, ყველას აღემატებოდა სიმდიდრითა და სახელით. თუმცაღა, ვერ წარიტაცა მიწიერმა სიმდიდრემ. მოიხსენიებდა უხრწნელსა და საუკუნო საგანძურს - ღმერთს, რომელსაც ყოველდღიურად საგალობლებს აღუვლენდა. ვერ დაითმინა ეს კაცთა მოდგმის მტერმა ეშმაკმა და მის ერთ-ერთ მონას შთააგონა, თავისი ბატონისთვის ცილი დაეწამებინა მეფის წინაშე.

მონა მივიდა მეფესთან და უთხრა: - ჩემი ბატონი მოინათლა, ეკლესია ააგო და ჯვარცმულისა სწამს, ბევრი ხატი შეიძინა და ქრისტიანთა ღმერთს ემსახურება. მარხვით, ცრემლთა დენით და მუხლთა დრეკით მოიუძლურა სხეულიო.

მეფე განრისხდა, თუმცა, გარეგნულად არ შეიმჩნია და ელეფთერი იხმო და ალერსიანად ჰკითხა: - რატომ გაგვიდექი, ელეფთერ და არც ჩემს და არც სამეფო კარის დიდებულთა სიყვარულს არ იზიარებო. წმინდანმა ავადმყოფობა მოიმიზეზა. საღამოს, თავის ოთახში ლოცვის შემდეგ, დაღლილს მიეძინა. სიზმრად ნახა ჯურღმული. ჩავიდა შიგ და იქ დიდებული ეკლესია იხილა. დილით ისევ მეფესთან წავიდა, მეფემ ჯერ ალერსით სცადა მისი ცდუნება, მერე კი ბრძანა, ელეფთერისთვის მახვილით თავი მოეკვეთათ, სხეული კი საჯიჯგნად ფრინველებისა და ძაღლებისთვის მიეგდოთ. მისი ნაწამები და უპატიოდ დაგდებული ნეშტი ერთმა მღვდელმა აიღო, განბანა, ზეთი სცხო, საკმეველი უკმია და საგანგებოდ გამზადებულ საფლავში დაკრძალა.
........................
აფრიკელი მოწამენი: წმინდა ფაუსტინი, ლუკია, კანდიდი, ცელიანი (ანდა კალიანი), მარკოზი, იანუარი და ფორტა - 15 (28) დეკემბერი

მოიხსენიებს იერონიმეს მარტიროლოგია.

.....................

მღვდელმოწამე ვალერიანე - ალბის ეპისკოპოსი, რომაელი მოწამენი: ფელიქს ეპარქი და ორი უცნობი მეომარი (+126) - 15 (28) დეკემბერი
......................

წმინდა იოანე ოქროპირის აღსაყდრება, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტზე 397 წლის 15 დეკემბერს

მოხსენიებულია ბიზანტიურ სვინაქსარში.
...................

ღირსი მაკარი, სინას ეპისკოპოსი (XIII) - 15 (28) დეკემბერი

გარდაიცვალა დაახლოებით 1242 წელს. მისი სახელი იხსენიება მხოლოდ ჩოდ. შინ. არაბ. 412 (XIII ს)-ში.

ბეჭდვა
1კ1