წმინდა მოწამე კასტული (IV) - 14 (27) დეკემბერი
წმინდა მოწამე კასტული (IV) - 14 (27) დეკემბერი
ლიცინიუსის მმართველობისას (308-324) ქრისტიანი დააბეზღეს და განსასჯელად იმპერატორს მიუყვანეს. მან მტკიცედ აღიარა თავისი რწმენა, რისთვისაც სასტიკად აწამეს და ტყავი გააძვრეს. შემდეგ ტრიბუნ ზილიკინთიუსს გადასცეს. ეს მაგისტრატი "წმინდა აკაკის წამებაშიც" იხსენიება. წმინდანი ვერ გატეხეს, კვლავ აწამეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სახელი მხოლოდ "კონსტანტინოპოლის სვინაქსარის" ხელნაწერში გვხვდება.
............................

ხსენება მიწისძვრისა, რომელიც მოხდა კონსტანტინოპოლში 557 წლის 14 დეკემბერს, რომლისაგანაც მაცხოვარმა თავისი კაცთმოყვარეობით დაიხსნა ქრისტიანები - 14 (27) დეკემბერი

ამ ამბის ხსენება მხოლოდ ბიზანტიურ სვინაქსარში გვხვდება.

ბეჭდვა
1კ1