ახალმოწამე გიორგი ქიოსელი (XVIII) - 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)
ახალმოწამე გიორგი ქიოსელი (XVIII) - 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)
წმინდა გიორგი დაიბადა XVIII საუკუნის II ნახევარში ქიოსში. იგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. როდესაც წამოიზარდა, ის მიაბარეს ხეზე მხატვრული კვეთის ოსტატს. ერთხელ ოსტატთან ერთად გიორგი იმყოფებოდა კუნძულ პსარაცზე, სადაც მიწვეული იყო საკურთხევლის გამოსაკვეთად. აქ მუშაობის პერიოდში ის გაეპარა ოსტატს და სხვა ბიჭებთან ერთად იქნა დაპატიმრებული სხვის ბაღში საზამთროების ქურდობისათვის. მას შეეშინდა სასამართლოსი. განაჩენისაგან თავის არიდების მიზნით მიიღო ისლამი და მოინათლა ახმედის სახელით.

ათი წლისა დაბრუნდა ქიოსზე მშობლების სახლში, მწარედ ნანობდა თავის განდგომას. მამამ ის მიაბარა ერთ კიდონიელ ქრისტიანს, რათა მისთვის თურქებს არ მიეგნოთ. შემდეგ მას პატრონობდა ერთი მოხუცი ქალბატონი, რომელმაც დაუბრუნა ძველი რწმენა. 22 წლისა დაინიშნა თანაქალაქელ გოგონაზე, მაგრამ მალევე მოუვიდა ჩხუბი მის ძმასთან, ხოლო ამ უკანასკნელმა კი გასცა გიორგი და ჩააბარა თურქულ ხელისუფლებას, როგორც მოღალატე.

ჭაბუკი დააპატიმრეს. ციხეში აწამებდნენ და ცდილობდნენ, შეეცვლევინებინათ სარწმუნოება, მაგრამ ყოველივე ეს მცდელობა უფრო და უფრო უმტკიცებდა ქრისტიანულ რწმენას და უღვივებდა სურვილს, რომ ქრისტესათვის თავი გაეწირა. 1807 წლის 24 ნოემბერს ის ეზიარა წმინდა საიდუმლოს და მშვიდად მოემზადა სიკვდილისათვის. მეორე დღეს მიიღეს მისი დასჯის გადაწყვეტილება. მაშინ ამ ქალაქის სამღვდელოებამ შეკრიბა მორწმუნე ქრისტიანები, რათა ელოცათ მომავალი წამებულის სულისათვის.

დილით ადრე, მაშინ როცა წმ. გიორგი ქიოსელი გამოიყვანეს დასასჯელად მოედანზე, საზეიმო გალობა გაისმა ეკლესიაში. ის განუწყვეტლივ იმეორებდა იესოსა და ღვთისმშობლის სახელებს. სწამდა, რომ იყო ქრისტიანი და სურდა ქრისტიანად დაესრულებინა სიცოცხლე, ესროლეს. გიორგი ქიოსელი მაშინვე არ მომკვდარა, ის დაემხო მუხლებზე და იდგა გაუნძრევლად. იგი განუწყვეტლად იმეორებდა სიტყვებს, "იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი". მისი საქციელისგან განრისხებულმა ჯალათმა გიორგი დააგდო მიწაზე და ყელი გადაუჭრა. წმინდანის სისხლმა დაიწყო დენა მისი ყელიდან, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა ღმერთის ხსენებას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

ბეჭდვა
1კ1