წმინდა პროკოფი წარმოშობით იერუსალიმიდან გახლდათ. ის დაიბადა III საუკუნის II ნახევარში.
პროკოფი მკაცრად აფასებდა თავის ცხოვრებას და დამშვენდა ბევრი კეთილშობილი საქმით. წმინდა მოწამე პროკოფი პალესტინის კესარიის ტაძრის მედავითნე იყო. ის ასევე წმინდა წერილს გადასწერდა და სირიულ ენაზე თარგმიდა სახარებას. ღვთივსათნო ცხოვრების გამო უფალმა პროკოფის ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიმადლა. 303 წელს იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა საშინელი დევნისას ღვთის სიტყვის მოშურნე მქადაგებელი შეიპყრეს და პალესტინის კესარიაში სამსჯავროზე წარადგინეს. პალესტინის კესარიის მმართველმა ფლაბიანემ წმინდა პროკოფის კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. ღირსმა მედავითნემ უპასუხა, რომ ის მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს შესწირავს სულიერ მსხვერპლს. როცა ღირსი პროკოფის რწმენა ვერც მუქარით და ვერც თხოვნით ვერ შეარყიეს, მმართველის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი