წმინდა ედმუნდი, ინგლისის მეფე - 20 (03.12) ნოემბერი
წმინდა ედმუნდი, ინგლისის მეფე - 20 (03.12) ნოემბერი
წმინდა ედმუნდი ღვთისმოსავ ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე შეიყვარა ლოცვა და მთელი ფსალმუნები ზეპირად ისწავლა. 856 წელს ქრისტეს შობის დღესასწულზე ის 15 წლისა აღმოსავლეთი ინგლისის მეფედ აკურთხეს. ხალხის ხსოვნაში ედმუნდი შემორჩა, როგორც ღვთისმოშიში და კეთილშობილი მეფე, რომელმაც მთელი ცხოვრება თავისი ხალხის უსაფრთხოებას მიუძღვნა, რომელიც მამობრივად ზრუნავდა ქვრივ-ობლებზე და იცავდა ღვთის დაარსებულ ეკლესიას.

865 წელს მის სახელმწიფოს დანიელები შემოესივნენ. წმინდა ედმუნდი ყველანაირად იცავდა სახელმწიფოს, მაგრამ 869 წელს იგი მტერს ხელში ჩაუვარდა. მას უთქვამს: "მხოლოდ მე უნდა მოვკვდე ჩემი ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოსო". მან უარი თქვა დანიელთა ზავის პირობებზე, რომლის ფასად მას რწმენისთვის უნდა ეღალატა. წმინდა ედმუნდმა განაცხადა: "ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს, ვერაფერი განმაშორებს მე ქრისტეს სიყვარულს". დანიელებმა ის ხეზე მიაბეს, და სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ისარი ესროლეს და მოკლეს. ბოლოს მეფეს თავი მოჰკვეთეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იესოს სახელს ახსენებდა. ეს მოხდა 869 წლის 20 ნოემბერს. ამის მერე დანიელებმა დატოვეს იქაურობა, მეფის თავი კი მაყვლის ბუჩქების სიახლოვეს გადააგდეს. შემდგომში ხალხმა, რომელიც მეფის თავს ეძებდნენ, მას ნაგაზის ყმუილით მიაგნეს, რომელიც წმინდა ედმუნდის პატიოსან თავს იცავდა.

წმინდა ედმუნდი სოფელ ხოკსენში დაკრძალეს, მალევე მისი საფლავიდან სასწაულები აღესრულა. ყველაზე დიდი სასწაული კი ის იყო, რომ ერთ თაობას არ გაევლო, რომ მისი მტანჯველი წარმართი დანიელები მართლმადიდებლები გახდნენ და მეფეს, როგორც წმინდანს, პატივს მიაგებდნენ.

X საუკუნის დასაწყისში წმინდა ედმუნდი გადაასვენეს ქალაქ ბედრიქსურტში, რომელსაც შემდგომში "ბერი სეინტ ედმუნდს" (ანუ "წმინდა ედმუნდის საფლავი") ეწოდა. შემდგომ საუკუნეებში მისი განსასვენებელი ადგილი ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო მონასტრად იქცა და თვითონ წმინდა ედმუნდი მთელი ინგლისის მფარველად ითვლება.

ხატის წყარო.
ბეჭდვა
1კ1