ღირსი თეოქტისტე აღმსარებელი (+855) - 20 (03.12) ნოემბერი
ღირსი თეოქტისტე აღმსარებელი (+855) - 20 (03.12) ნოემბერი
წმინდა თეოქტისტე საჭურისი იყო და IX საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული საიმპერატორო კარზე მსახურობდა ხატმებრძოლი იმპერატორების მეფობისას. ის ყველანაირად იღვწოდა სახელმწიფო ინტერესებისთვის, ღვთის სათნოდ ცხოვრობდა და არ იზიარებდა თავისი ხელმწიფეების ერეტიკულ შეხედულებებს. ლეონ V-ს დროს ის იმპერატორის გვარდიის ოფიცერი იყო, მიქაელ II-ის დროს, რომლის ტახტზე ასვლასაც მან ხელი შეუწყო, იგი პატრიკიოსის ხარისხში აიყვანეს და კანცელარიის მეთაურად დანიშნეს. ხოლო იმპერატორ თეოფილეს დროს მან დრომის ლოგოპეტის - იმპერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოსტი მიიღო. სიკვდილის წინ თეოფილემ მას ანდო რეგენტი დედოფლის თეოდორას (ხს.11 თებერვ.) მრჩეველობა. თეოქტისტე დედოფალზე მნიშვნელოვან და კარგ გავლენას ახდენდა. იგი კეთილგანწყობილი იყო მონაზვნების მიმართ და გულით ერთგული იყო ჭეშმარიტი რწმენისა. დიდია მისი როლი ხატთაყვანისცემის აღდგენაში. მან ხელი შეუწყო წმინდა პატრიარქების - მეთოდეს (14 იანვ) და ეგნატეს (23 ოქტ.) არჩევას და მხარს უჭერდა მათ სურვილს, ეკლესიაში მშვიდობა დამყარებულიყო. მაგრამ ხელისუფლება ჩაიგდო თეოდორეს ძმა ბარდამ, რომელსაც შურდა თეოქტისტეს გავლენა, მან მისი დაპატიმრება ბრძანა და მსახურები გააგზავნა წმინდანის ციხეში მოსაკლავად. ეს მოხდა 855 წლის 20 ნოემბერს. წმინდა თეოქტისტეს ხსენება გვხვდება ბიზანტიურ სვინაქსარში.

ბეჭდვა
1კ1