წმინდა მოწამე დასი (+284-305) - 20 ნოემბერი (3 დეკემბერი)
წმინდა მოწამე დასი (+284-305) - 20 ნოემბერი (3 დეკემბერი)
წმინდა მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში (დღევანდელ სლისტრიაში) დაიბადა, რომელიც უძველეს მისიას ოლქში მდებარეობდა. მაქსიმიანეს და დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს ტრადიციად ჰქონდათ "ღმერთი" კრონოსის (იგივე სატურნი - "ღმერთებს" შორის ყველაზე უსასტიკესი) დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს აირჩევდნენ ხოლმე მეომართა დასიდან, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ყველა სურვილს აუსრულებდნენ, ხოლო ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. და აი, ერთხელ წილი ჰყარეს და ის წმინდა დასის შეხვდა, მხნე და მშვენიერ მეომარს. წმინდა დასი მანამდე ფარული ქრისტიანი იყო.და ახლა, როცა წილისყრის შედეგი გაიგო, გადაწყვიტა თავი ქრისტეს მიმდევრად განეცხადებინა, ვიდრე წარმართული ღმერთისთვის მიეცა თავისი სიცოცხლე.

- თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი, - უთხრა მან თავის მეგობრებს. მან უარი თქვა იმ მიწიერ სიკეთეებზე, რასაც წარმართები ერთი თვით ადრე სთავაზობდნენ. მხიარულებისა და ქეიფის ნაცვლად ის მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და ყველას არწმუნებდა, ეწამათ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ამ ამბავმა იმპერატორებამდეც მიაღწია, და მათ მისი გასამართლება მიზიის ოლქის მთავარს ვასას უბრძანეს. სასამართლოზე წმინდანმა ამხილა კერპთაყვანისმცემელთა უგუნურება და აღიარა ქრისტე. ქრისტეს რწმენის აღსარებისთვის ის სასტიკად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს.
...................
აქვე წაიკითხეთ:

წმიდა მოწამე დასი (284-305) - 20 (03.12) ნოემბერი



ბეჭდვა
1კ1