წმინდა მოწამე ანასტასია თესალონიკელი (+დაახლ. 256) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
წმინდა მოწამე ანასტასია თესალონიკელი (+დაახლ. 256) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
წმინდა მოწამე ანასტასია იმპერატორ ვალერიანეს (253- 260) დროს აღესრულა მოწამებრივად. ვალერიანე თავდაპირველად სწყალობდა ქრისტიანებს. მასთან დაახლოებულ მაკრინუსს კი სძულდა ისინი და ცილისწამებითა და წაქეზებით მიაღწია, რომ ხელისუფალმა 257 წელს განაახლა ქრისტიანთა დევნა. ეს რიგით მერვე დევნა იყო. ხელისუფალი ბრძანებდა: "ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები სიკვდილით დაისაჯონ; სენატორებსა და წარჩინებულ ქრისტიანებს ჩამოერთვათ წოდება და ქონება; და თუ ისინი მაინც ქრისტიანებად დარჩებიან, დაისაჯონ; კეთილშობილი წარმომავლობის დედაკაცებს ქონება ჩამოართვან და დაატუსაღონ; დანარჩენები ბორკილდადებულები, დაცვის თანხლებით, მაღაროებში გაგზავნონ". ამავე ბრძანებით იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება, განსაკუთრებით კატაკომბებში და სასაფლაოებზე. ცნობილი იყო, რომ ქრისტიანები ღვთისმსახურების აღსასრულებლად ხშირად იკრიბებოდნენ გარდაცვლილ მოძმეთა საფლავებზე. ხოლო დევნის დროს კატაკომბები მათი თავშესაფარიც იყო და ეკლესიის დანიშნულებაც ჰქონდათ. ასეთი სასტიკი დევნის დროს ანასტასია თორმეტი წლის იყო. ის შეიპყრეს და როდესაც ასაკის სიმცირის მიუხედავად მუქარის არ შეეშინდა და არ უარყო ქრისტე, სიკვდილით დასაჯეს. ეკლესია მას ძველი სტილით 30 ოქტომბერს (ახალი სტილით 12 ნოემბერს) იხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1