წმინდა მოწამე ანასტასი (+284-305) - 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი)
წმინდა მოწამე ანასტასი (+284-305) - 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი)
წმინდა ანასტასი მოწამებრივად აღესრულა ქრისტესთვის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას. ანასტასი თავისი ნებით ჩაბარდა ქრისტიანთა მდევნელ წარმართებს და მათ სამსჯავროზე თამამად აღიარა ქრისტე. ანასტასის აღიარებით შეძრწუნებულმა წარმართებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ დიდი ძალისხმევით მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა თავის სახლში მოწყობილ სამლოცველოში. წმინდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1