წმინდა მოწამეები: დასი, გაიოზი და ზოტიკე (+303) - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
წმინდა მოწამეები: დასი, გაიოზი და ზოტიკე (+303) - 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი)
დასი, გაიოზი და ზოტიკე III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდნენ. ისინი 303 წელს ეწამნენ ქრისტიანული აღმსარებლობის გამო. იმ დროს რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) გამოაცხადა ქრისტიანთა სასტიკი დევნა. ერთხელ ისინი ნიკომიდიაში საკერპოში შევიდნენ და როდესაც იხილეს უსულო კერპები, რომელთაც წარმართები დიდი რუდუნებით სწირავდნენ მსხვერპლს, დაამსხვრიეს და წარმართული ტაძარიც დაანგრიეს. ამის ჩამდენმა ქრისტიანებმა კარგად იცოდნენ, რომ ურჯულო წარმართები არ აპატიებდნენ. ასეც მოხდა, დასი, გაიოზი და ზოტიკე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: ჯერ ხეზე დაკიდეს, შემდეგ ცხენის ძუაზე გამოაბეს და ისე ათრიეს. ქრისტიანები იტანდნენ ასეთ სისასტიკეს და ხმამაღლა ამხელდნენ კერპთაყვანისცემას და ადიდებდნენ ყოვლადწმინდა სამებას. ბოლოს, წარმართმა ჯალათებმა მათ დიდი ლოდები გამოაბეს კისერზე და ზღვაში გადაყარეს.

ბეჭდვა
1კ1