წმინდა მოწამე დიოსკორე ალექსანდრიელი (+დაახლ. 305) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა მოწამე დიოსკორე ალექსანდრიელი (+დაახლ. 305) - 13 (26) ოქტომბერი
საეკლესიო წიგნის მკითხველის ვაჟი დიოსკორე ქალაქ კინოპოლში (თანამედროვე ელ-კეისი, ქალაქ ბენი-მაზარის სიახლოვეს) დეკურიონი, ანუ ქალაქის საბჭოს წევრი იყო. დიოკლეტიანეს დევნის დროს მან უარი თქვა წარმართულ ცერემონიებში მონაწილეობაზე, რის გამოც შეიპყრეს და ალექსანდრიის პრეფექტთან გააგზავნეს. დიოსკორემ თამამად აღიარა თავი ქრისტიანად, თამამად ამხილა და დასცინა პრეფექტს. ის საპყრობილეში ჩააგდეს და მერე ათასგვარი სატანჯველი შეამთხვიეს, მაგრამ ვერ გატეხეს: მასზე ვერ გაჭრა, ვერც მუქარამ, ვერც დაპირებებმა. ბოლოს, პრეფექტის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს.

მისი მარტვილობის ზუსტი თარიღი უცნობია. მისი ცხოვრების ერთ-ერთ ლათინურ რედაქციაში გარდაცვალების დღედ 18 მაისია მითითებული, მეორე ხელნაწერში კი 17 ივნისი, ხოლო ბიზანტიურ სვინაქსარსა და ბერძნულ თვენში 13 ოქტომბერია მითითებული.

ბეჭდვა
1კ1