წმინდა მოწამე ფლორენტი (ფილორენტი, I) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა მოწამე ფლორენტი (ფილორენტი, I) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ფლორენტი წარმოშობით თესალონიკელი იყო. იგი მოციქულთა მოწაფე და მოშურნე ქრისტიანი გახლდათ. ის ამხილებდა და დასცინოდა ცრუ ღმერთების რწმენას და სწყევიდა მის მსახურებს. იმავე დროს ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენაზე დამოძღვრიდა ყველას და განამტკიცებდა ქრისტიანებს, არწმუნებდა მათ ღვთის მცნებები დაეცვათ. წმინდა ფლორენტი დაიჭირეს და ქვეყნის მმართველთან მიიყვანეს. დაკითხვისას განცხადებულად აღიარა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენა და წარმართულ ღმერთებს ხეები, ქვები, ოქრო და ვერცხლი უწოდა. ამან გააცოფა მმართველი. წმინდანი საშინლად სცემეს, აწამეს და ბასრი იარაღით სხეული დაუსერეს, შემდეგ უზარმაზარ კოცონში ჩააგდეს. ის გახარებული, ღვთისადმი მადლიერებითა და ლოცვით შევიდა ცეცხლში და აღესრულა. ეს მოხდა II ან III საუკუნის დასაწყისში.

ბეჭდვა
1კ1