წმინდა მოწამე დომნინა (+286) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა მოწამე დომნინა (+286) - 12 (25) ოქტომბერი
წმინდა დომნინა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს მოღვაწეობდა. როცა მისი ქრისტიანობა გაიგეს, კილიკიის მმართველ ანაზავრთან მიიყვანეს ქალაქ ლისიაში. წმინდანი თავიდან ხარის ძარღვებით სცემეს, ფეხები გავარვარებული რკინით დაუწვეს, შემდეგ კი ისე სასტიკად გვემეს ჯოხებით, რომ მთელი ძვლები დაუმსხვრიეს. ბოლოს საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც უფლის მადლობელმა და მადიდებელმა სული თვისი ჩააბარა მაცხოვარს. წმინდა დომნინა 286 წელს აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1