წმინდა მოწამე იოანე პრუსელი (XII-XIV)
წმინდა მოწამე იოანე პრუსელი (XII-XIV)
ეს ღირსსაკვირველი მამა ბიზანტიის იმპერიის სამხრეთით, დაახლოებით, XII-XIV საუკუნეებში დაიბადა.

რადგან იმ დროს ეს მიწა თურქებმა დაიპყრეს, ნეტარი იძულებული შეიქნა, ბითვინიის ქალაქ პრუსისთვის შეეფარებინა თავი, სადაც დიაკვნად აკურთხეს.

მეუღლის გარდაცვალების შემდგომ იოანე მეორედ დაქორწინდა და, საეკლესიო კანონთა თანახმად, დიაკვნობის ხარისხი ჩამოერთვა, თუმცა, ძველი ცხოვრება არ დაუგდია და კვლავინდებურად შეეწეოდა გლახაკთ, თურქთა აგრესიის მსხვერპლთ და საეკლესიო საქმეებშიც უდიდეს გულმოდგინებას იჩენდა.

ეშმაკმა მისი ამგვარი ცხოვრება ვერ აიტანა და შურით აღძრულმა ცილი დასწამა.
თურქებმა იოანე რელიგიურ დისპუტზე გამოიძახეს, სადაც რწმენა თვისი გულმხურვალედ დაიცვა, რამაც უსჯულონი უარესად გააცოფა, ნეტარს ეცნენ და ქალაქის მმართველამდე თმით ათრიეს.

საქმე სულთანს გადაეცა, რომელიც იმხანად თრაკიას იმყოფებოდა, იოანემ კი არც თურქთა ლიქნი იღო ყურად და არც - მუქარა, რის შემდეგაც სულთანმა ცოცხლად დაწვა განუჩინა.

ნეტარი უკაცურ ადგილას, ხეზე მიაბეს და, მეტად რომ ეტანჯათ, ნელ ცეცხლს მისცეს, სამი საათის შემდეგ კი წმინდანმა სული უფალს შეჰვედრა.

ბეჭდვა
1კ1