ღირსმოწამე ეგნატე ახალი (+1814) - 08 (21) ოქტომბერი
ღირსმოწამე ეგნატე ახალი (+1814) - 08 (21) ოქტომბერი
ეს საკვირველი კაცი ბულგარეთში, ტირნოვოს პროვინციაში XVIII საუკუნის დასაწყისში დაიბადა და იოანეს სახელით ნათელ იღო.

მორწმუნე მშობელთაგან კეთილადაღზრდილმა ბრწყინვალედ შეისწავლა წმინდა წერილი და სლავური და რამდენადაც ბავშვობიდან სწყუროდა ანგელოზებრივი ცხოვრება, მშობლებმა ნება მისცეს, რილის მონასტერში წასულიყო.

სავანეში იოანე სრული მორჩილებით დაითმენდა მოძღვრის უკიდურეს სიმკაცრეს, სანამ ეშმაკით ცთუნებულმა მოძღვარმა მოკვლა არ დაუპირა.

ამ დროს თურქებმა მამამისი სიცოცხლეს გამოასალმეს, - რატომ ქრისტიან სერბთა წინააღმდეგ არ იბრძვიო, დედა და დები კი აიძულეს, რწმენაზე უარი ეთქვათ.

იოანემ ბუქარესტს შეაფარა თავი, სადაც წმინდა ექვთიმეს დაუმეგობრდა (მის ხსენებას ეკლესია 22 მაისსაც აღნიშნავს), რომელმაც შემდგომ მოწამებრივი სიკვდილი მიიღო.

თურქთა დევნას გამორიდებული იოანე ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ბოლოს კი - სანუკვარ ათონს მიაღწია, მცირე ხანს გრიგორიატის მონასტერში გაჩერდა, შემდეგ კი - წმინდა ანას სკიტში გადავიდა და სულიერად მღვდელ-მონაზონ ბასილს ეშვილა.

იქიდან თესალონიკს ჩავიდა და წმინდა დავითის (ხსენება 26 ივნისს) მოწამებრივ აღსასრულს დაესწრო და ქრისტესთვის სიკვდილის სირვილით აღენთო.

ათონზე ეგნატეს სახელით შემონაზვნდა და ამგვარი ღვაწლისთვის იწყო მზადება, სულიერი მოძღვრისაგან კურთხევა მიიღო, კონსტანტინოპოლს მიაშურა, თურქ მსაჯულს სასახლეში წარუდგა, მუსულმანური შესამოსელი ფეხით გათელა და ქრისტე ადიდა.

თურქთა ათასგვარ შემოთავაზებაზე, - გადმოჩვენიანდი და სიცოცხლეს გაჩუქებთო, - უარი თქვა და იქაურ ქრისტიანთა ლოცვით განმხნევებული, 1814 წლის 8 ოქტომბერს მოწამებრივად აღესრულა.

ხატზე გამოსახულნი არიან ათონელი ღირსმოწამენი: აკაკი, ეგნატე და ექვთიმე

* * *
ხსენება ღირსისა დოსითე ვერხნეოსტროვსკელისა (XV)

* * *
ხსენება ღირსისა ტრიფონ ვიატსკელისა (XVI-XVII)

* * *
ხსენება მღვდელმოწამეთა: დიმიტრისა (დობროსედოვი), მოჟაისკელი მთავარეპისკოპოსისა და მას თანა: იოანე ხრენოვისა, დიაკონისა, ღირსმოწამეთა: ამბროსიას (ასტახოვი), არქიმანდრიტისა, და პახომისა (ტურკევიჩი) იღუმენისა, ღირსმოწამისა ტატიანასი (უგვარო), მონაზვნისა, მოწამისა ნიკოლოზისა (რეინი), მოწამეთა: მარია ვოლნუხინასი და ნადეჟდა აჟგერევიჩისა (+1937), მღვდელმოწამისა იონასი (ლაზარევი), ველიჟის ეპისკოპოსისა, ღირსმოწამისა სერაფიმესი (შჩელიკოვი), არქიმანდრიტისა, მღვდელმოწამეთა: პეტრე და ბასილი ოზერეცკოვსკებისა, პავლე პრეობრაჟენსკისა, პეტრე ნიკოტინისა, ვლადიმირ სპერანსკისა, პრესვიტერთა, მოწამეთა: ვიქტორ ფროლოვისა, იოანე რიბინისა, ნიკოლოზ კუზმინისა და ელისაბედ კურანოვასი (+1937), ღირსმოწამისა ვარლაამისა (ეფიმოვი), მონაზვნისა (+1930-იანი წლების დასასრული)

ბეჭდვა
1კ1