წმინდა მოწამე პოლიქრონიოს ტარსელი (IV) - 07 (20) ოქტომბერი
წმინდა მოწამე პოლიქრონიოს ტარსელი (IV) - 07 (20) ოქტომბერი
ეს წმინდანი IV საუკუნეში ცხოვრობდა, ქრისტიანი ვარდონიას შვილი გახლდათ და ყრმობითგანვე შეიტკბო წმინდა წერილი და მამათა ცხოვრება.

მისი ლოცვით ღმერთმა წყარო აღმოადინა, რომ მინდორში ხვნისას შრომით დაქანცული ხარები დაერწყულებინა.

სრულ ასაკს მიღწეული პოლიქრონიოსი თორმეტი მეგობრითურთ წარვიდა კონსტანტინოპოლს ვენახებში სამუშაოდ. მისი სიქველე ყველას აღაფრთოვანებდა, მთელი დღის მუხლჩაუხრელი შრომის მიუხედავად ორ ან სამ დღეში ერთხელ საზრდოობდა.

ვენახის მეპატრონემ მყისვე შეამჩნია პოლიქრონიოსი, მნიშვნელოვანი თანხა უბოძა და შინ ამ სიტყვებით გაისტუმრა:

- წარვედ, ღვთისკაცო, და ჩემი სულის საოხად ილოცე!

ნეტარმა მთელი თანხა ტაძრის აგებას მოახმარა, მის მახლობლად დასახლდა და გარკვეული ხნის შემდგომ ამ ტაძრის მღვდელმსახურიც გახდა.

325 წელს, ნიკეის პირველი საეკლესიო კრებაზე პოლიქრონიოსმა მგზნებარედ დაიცვა მართლმადიდებლობა.

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც არიანელობა არნახულად გაძლიერდა, ერეტიკოსებმა ნეტარის თავიდან მოშორება განიზრახეს და ერთხელ, წირვისას, საკურთხეველში წმინდა ტრაპეზთან მდგომი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ბეჭდვა
1კ1