ღირსმოწამე მაკარი ქიოსელი (+1590) - 06 (19) ოქტომბერი
ღირსმოწამე მაკარი ქიოსელი (+1590) - 06 (19) ოქტომბერი
წმინდა მამა XVI საუკუნის II ნახევარში, მცირე აზიის ქალაქ ქიოსში, ქრისტიანთა ოჯახში იშვა და მანუელი ერქვა.

ჯერ კიდევ ბავშვი მიაბარეს შეგირდად ერთ ოსტატს, თვრამეტი წლის რომ გახდა, მამამისმა ქრისტეზე უარი თქვა და ვაჟიც გაამუსულმანა.

გაისიგრძეგანა რა ცოდვა, მანუელი ფარულად გაიქცა ათონზე, მაკარის სახელით აღიკვეცა და თორმეტი წელი ასკეზასა და სინანულში განლია.

1590 წელს, მოძღვრის კურთხევით, იქ დაბრუნდა, სადაც ქრისტეზე უარი თქვა, ბაზარში სამონაზვნე კაბით გამოჩნდა და ხალხს მოუწოდა, რწმენაში განმტკიცებულიყვნენ და სული ეხსნათ.

მაკარი მალე შეიპყრეს, არაადამიანურად ტანჯეს, შემდეგ ქვით ჩაქოლეს და თავი წარკვეთეს.

* * *
ხსენება მღვდელმოწამისა იოანე რუბინისა, პრესვიტერისა (+1937)

ბეჭდვა
1კ1