წმინდა დიდმოწამე თეოდორე გავრასი (+1098) - 02 (15) ოქტომბერი
წმინდა დიდმოწამე თეოდორე გავრასი (+1098) - 02 (15) ოქტომბერი
ეს წმინდა მამა XI საუკუნეში, პონტოს სიახლოვეს, ქალაქ ატრასში, წარჩინებულ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა.
მისი ნათესავები ამ მხარეს განაგებდნენ, რომელსაც მუდმივად ემუქრებოდა თურქ-სელჩუკთა აგრესია.

თეოდორემ, რომელმაც იმ დროს სახელი სიმამაცითა და ჩინებული მხედარმთავრობით გაითქვა, ადგილობრივთაგან სპა შეკრიბა, სათავეში ჩაუდგა და ბიზანტიის დახმარების გარეშე შეძლო ქალდიიდან თურქების განდევნა.

იმპერატორ ალექსანდრე კომნენოსთან (1081-1118 წლები) მოლაპარაკებების შემდგომ კი ამ მხარის დამოუკიდებელ მმართველად იქცა.

სელჩუკთაგან იქაურობის გათავისუფლებისას შეტევაზე გადავიდა და თეოდოსიოპოლს თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს, მისი სიმამაცით აღფრთოვანებულებმა რა აღარ იღონეს მის გადასარჯულებლად, თუმცა, ამაოდ.

ნეტარი უმოწყალოდ ტანჯეს, ის კი გამუდმებით მადლობდა უფალს, რამაც ისე გაუსასტიკა თურქ მხედართმთავარს გული, ჯერ ენა ამოგლიჯა, შემდეგ - თვალნი დასთხარა, ტყავი გააძრო, ბოლოს კი - გავარვარებულ ღუმელს მისცა, სადაც 1098 წელს, ღვთის დიდებისმეტყველებაში აღმოხდა სული.

მისი სიმამაცით და სიმტკიცით განკვირვებულმა თურქმა მხედართმთავარმა წმინდანის პატიოსანი თავი ოქროს ლუსკუმაში მოათავსებინა, რომელიც მოგვიანებით კონსტანტინოპოლს, მის პატივად აგებულ ტაძარში გადააბრძანეს.

ამ სიწმინდის წყალობით მრავალი სასწაული აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1