წმინდა მოწამე გიორგი ფილადელფიელი (+1794) - 02 (15) ოქტომბერი
წმინდა მოწამე გიორგი ფილადელფიელი (+1794) - 02 (15) ოქტომბერი
ეს წმინდა მამა XVIII საუკუნის II ნახევარში, მცირე აზიის ქალაქ ფილადელფიაში იშვა. მოგვიანებით სოფლად გადავიდა, სადაც მეუნაგირედ იწყო მუშაობა.

ერთხელ, როდესაც ბეგარის გადახდაზე უარი თქვა, დასაკითხად ადგილობრივმა თურქმა მსაჯულმა გამოიძახა, გიორგი კი შიშით იძლია და თავი მუსლიმანად გამოაცხადა.

გავიდა რამდენიმე დღე, ჩადენილი გააცნობიერა, შეინანა და ტირილით მიადგა მთაწმინდას, სადაც რამდენიმე წელი სინანულსა და ღვაწლში განლია, თუმცა სინდისი კვლავინდებურად ქენჯნიდა.

1794 წელს, მოძღვრის კურთხევით, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და მსაჯულს განუცხადა, - ქრისტიანი ვარო!

მისი სული ამჯერად ვერც მუქარამ მოდრიკა, ვერც - თურქთა ნაირ-ნაირმა დაპირებებმა, საპყრობილეში 7 დღე გაატარა და უსაზარლესი წამება დაითმინა, ბოლოს კი - თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1