ღირსმოწამე მიქაელი, ზობიელი იღუმენი და მას თანა 36 ღირსმოწამე (+780-790)
ღირსმოწამე მიქაელი, ზობიელი იღუმენი და მას თანა 36 ღირსმოწამე (+780-790)
ღვთის ეს რჩეულნი პალესტინაში, სებასტიის მახლობლად, ზობიის სავანეში მერვე საუკუნის დასასრულს, კონსტანტინე მეოთხისა და ირინეს (780-797 წლები) ზეობისას იღვწოდნენ.

მალე ეს მიწა ემირმა ალიმმა დაისაკუთრა, წმინდა მამანი შეიპყრო და ქრისტეს უარყოფას აიძულებდა.

მაშინ ნეტარი მიქაელი ძმათა შორის ჩადგა, არაბთა უსჯულოება ამხილა და თანამოღვაწენი განამტკიცა, რის შემდეგაც მამებმა საკუთარი ნებით დაუდრიკეს თავნი წარსაკვეთად მტანჯველთ.

ბეჭდვა
1კ1