ღირსი დომნინე თესალონიკელი (IV) - 01 (14 ) ოქტომბერი
ღირსი დომნინე თესალონიკელი (IV) - 01 (14 ) ოქტომბერი
ქრისტეს ეს რჩეული თესალონიკში დაახლოებით 305 წელს, მაქსიმიანეს იმპერატორობისას დაიბადა, მშობელთაგან დიდად შეიტკბო ქრისტე და იმათ, ვინაც გარს ეხვია, მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით უქადაგებდა ქრისტეს.

მაქსიმიანეს ყურს მალევე მისწვდა, - დომნინე ქრისტეს მთელ ქალაქს უქადაგებს და იმპერატორის ბრძანების მიუხედავად, წარმართულ ღვთაებებს არათუ თაყვანს სცემს, უარყოფსო, ნეტარი მყისვე შეაპყრობინა და მისი სასახლეში მიყვანა ბრძანა.

რა იხილა, დომნინეს მისი საზარელი მუქარა არად უღირდა, მაქსიმიანე უარესად გააფთრდა, მისი ქალაქგარეთ გაყვანა ბრძანა.

ჯალათებმა ნეტარს ჯერ ძვალნი დაუმსხვრიეს, შემდეგ - ფეხები წარკვეთეს, თუმცა, დომნინეს იმპერატორის ყვედრება არ შეუწყვეტია.

წმინდანმა კიდევ შვიდ დღეს იცოცხლა, თუმცა, სულით უკვე ზეცაში ჰგიებდა.

ბეჭდვა
1კ1