წმინდა მოწამე ეპიქარია (+284-305) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე ეპიქარია (+284-305) - 27 სექტემბერი (10 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე ეპიქარია რომში აწამეს ქრისტესთვის, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. იგი მხოლოდ თორმეტი წლის გახლდათ, როდესაც შეიპყრეს და დასაკითხად მიჰგვარეს რომის პრეფექტს. დაკითხვაზე ეპიქარიამ აღიარა ქრისტიანობა და უარი თქვა მის უარყოფაზე. პრეფექტის ბრძანებით გოგონა გაამათრახეს. ეპიქარია მამაცურად უძლებდა ტკივილს და უფალს ევედრებოდა წარმართთათვის რაიმე ხილული სასწაული მოევლინა. მართლაც გოგონას გვერდით დიდი ქვა ეგდო, მოულოდნელად მისგან წყარო აღმოცენდა. რომის პრეფექტმა ეს სასწაული ეპიქარიას ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა წამებით ამოეხადათ სული. ურჯულო ჯალათებმა ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩით ცემეს. ეპიქარიას ლოცვით ჯალათები უსულოდ დაეყარნენ მიწაზე. ბოლოს იმედგაცრუებულმა პრეფექტმა ბრძანა, გოგონასთვის თავი მოეკვეთათ, შემდეგ კი მისი წმინდა სხეული დაეწვათ, რათა ქრისტიანებს მის საფლავზე ლოცვა არ შეძლებოდათ ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩის ცემით ნაწამებს თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1