წმინდა მოწამე ირიადა (რაისა) (+დაახლ. 308) - 23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე ირიადა (რაისა) (+დაახლ. 308) - 23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე ირიადა (რაისა) III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. იგი ალესანდრიელი ხუცესის, პეტრეს ქალიშვილი იყო. ირიადა თორმეტი წლიდან ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ სხვა ქალწულებთან ერთად მონასტრიდან წყლის მოსატანად გავიდა, შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ. ისინი პრეფექტ ლუკიანეს გაესამართლებინა. ეს რომ შეიტყო, ქალწული ირიადა თავისი ნებით ავიდა ხომალდზე და განაცხადა, "მეც ქრისტიანი ვარ და არაფრის გამო არ შევწირავ მსხვერპლს უსულო კერპებს". ასე შეუერთდა ნეტარი ქრისტიან ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, ღირსი ირიადა პირველი გადასცეს საწამებლად და მახვილით განგმირეს.

ბეჭდვა
1კ1