წმინდა მოწამენი: ევსები, ნესტავი და ზინონი (IV) - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
წმინდა მოწამენი: ევსები, ნესტავი და ზინონი (IV) - 21 სექტემბერი (4 ოქტომბერი)
წმინდა მოწამენი: ევსები, ნესტავი და ზინონი - ღვიძლი ძმები იყვნენ და ცხოვრობდნენ IV საუკუნეში ღაზაში იულია განდგომილის ზეობისას. წარმართები ეძებდნენ ძმებს, რომ ქრისტიანობის გამო გაესამართლებინათ, მაგრამ ისინი ერთ სახლში იმალებოდნენ. ძმებს წარმართებმა მიაგნეს და შეიპყრეს. თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ დიდ მოედანზე გამოიყვანეს, მიწაზე დაყარეს და სცემდნენ ხელჯოხებით, წიხლებით, ქვებით. ადგილობრივმა წარმართებმა თავიანთ საშინაო საქმეებს თავი მიანებეს და წმინდანების წამებაში ჩაერთნენ. მოწამეებს ადუღებულ წყალს ასხამდნენ. ბოლოს თავები მოჰკვეთეს, მათი სხეულები ქალაქის გალავნის გარეთ დაწვეს. მოწამეების ფერფლი და ძვლები ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეაგროვა და თავის ძმისშვილ ზინობს გადასცა, რომელიც მომავალში ღაზის ეპისკოპოსი გახდა. მან მათ სახელზე ტაძარი აღმართა და მათი სხეულის წმინდა ნაშთებიც იქვე დამარხა წმინდა ნესტორის სამარხთან ახლოს. წმინდა ნესტორიც იმ ხანებში აღესრულა ქრისტესთვის, ის სასტიკად ნაწამები ქალაქის გალავნის გარეთ დააგდეს.
ქრისტიანებმა იპოვეს და ზენონს მიჰგვარეს. ნესტორს უვლიდნენ ქრისტიანები, მაგრამ ისე უმოწყალოდ იყო ნაწამები, რომ მალე გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1