წმინდა მოწამენი: ევსები, ნესტავი და ზინონი - ღვიძლი ძმები იყვნენ და ცხოვრობდნენ IV საუკუნეში ღაზაში იულია განდგომილის ზეობისას.
წარმართები ეძებდნენ ძმებს, რომ ქრისტიანობის გამო გაესამართლებინათ, მაგრამ ისინი ერთ სახლში იმალებოდნენ. ძმებს წარმართებმა მიაგნეს და შეიპყრეს. თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ დიდ მოედანზე გამოიყვანეს, მიწაზე დაყარეს და სცემდნენ ხელჯოხებით, წიხლებით, ქვებით. ადგილობრივმა წარმართებმა თავიანთ საშინაო საქმეებს თავი მიანებეს და წმინდანების წამებაში ჩაერთნენ. მოწამეებს ადუღებულ წყალს ასხამდნენ. ბოლოს თავები მოჰკვეთეს, მათი სხეულები ქალაქის გალავნის გარეთ დაწვეს. მოწამეების ფერფლი და ძვლები ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეაგროვა და თავის ძმისშვილ ზინობს გადასცა, რომელიც მომავალში ღაზის ეპისკოპოსი გახდა. მან მათ სახელზე ტაძარი აღმართა და მათი სხეულის წმინდა ნაშთებიც იქვე დამარხა წმინდა ნესტორის სამარხთან ახლოს. წმინდა ნესტორიც იმ ხანებში აღესრულა ქრისტესთვის, ის სასტიკად ნაწამები ქალაქის გალავნის გარეთ დააგდეს.
ქრისტიანებმა იპოვეს და ზენონს მიჰგვარეს. ნესტორს უვლიდნენ ქრისტიანები, მაგრამ ისე უმოწყალოდ იყო ნაწამები, რომ მალე გარდაიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი