ღისმოწამე ილარიონ კრიტელი (+1804) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
ღისმოწამე ილარიონ კრიტელი (+1804) - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
წმინდა ილარიონი XVIII საუკუნის II ნახევარში დაიბადა კუნძულ კრეტაზე, ჰერაკლიონში. ერისკაცობაში იოანე ერქვა. მშობლებმა სასწავლებლად კონსტანტინოპოლში ექიმ ბიძასთან გააგზავნეს. მან კი ყმაწვილი ქიოსელ ვაჭარს მსახურად დაუყენა. ერთხელაც მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ბატონმა აღმოაჩიანა, რომ იოანეს შეცდომის გამო დიდძალი ფული დაკარგა და ყმაწვილს მოსთხოვა მისი დაბრუნება. იოანემ დასახმარებლად სულთნის კარს მიმართა. იქ ის შეხვდა ეთიოპიელ აღას, რომელმაც დაარწმუნა ისლამი მიეღო.

თუმცა იოანე სინდისმა შეაწუხა, სამი დღის შემდეგ სახლიდან გაიქცა და ყირიმისკენ გაემართა. იქ ათი თვე დარჩა. შემდეგ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და, მოძღვრის რჩევით, ათონზე წავიდა. იოანე რამდენიმე წელი წმინდა ანას სკიტში ცხოვრობდა ბერდიდ მამა ბესარიონთან, რომელმაც მოწამებრივი ღვაწლისთვის მოამზადა წმინდა ლუკა მიტილინელი. იქ ილარიონის სახელით ბერად აღიკვეცა და, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს ასკეზაში ცხოვრობდა, სინანულის გრძნობა ვერ დაიცხრო. ქრისტესადმი მისი სიყვარული იმდენად მხურვალე იყო, რომ მოწამებრივი სიკვდილი გადაწყვიტა. სულიერი მამის კურთხევით ჩავიდა კონსტანტინოპოლში და ქრისტიანობაში თავისი დაბრუნების შესახებ ხმამაღლა განაცხადა. სასახლეში შესულმა მოიძრო ჩალმა და ფეხებით გათელა იმ აღას წინაშე, რომელმაც ადრე ისლამის მიღებაზე დაიყოლია. სასტიკი წამების შემდეგ წმინდა ილარიონს თავი მოჰკვთეს 1804 წლის 20 სექტემბერს.

ბეჭდვა
1კ1