ღირსმოწამე იოანე ეგვიპტელი და მასთან ერთად ვნებული 39 მოწამე - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
ღირსმოწამე იოანე ეგვიპტელი და მასთან ერთად ვნებული 39 მოწამე - 20 სექტემბერი (3 ოქტომბერი)
წმინდა იოანე ეგვიპტეში დაიბადა. ის ბრმა იყო, მაგრამ უფალმა ისეთი მეხსიერება მიმადლა, რომ ზეპირად დაისწავლა წმინდა წერილი და შეეძლო, ზეპირად წარმოეთქვა ღვთისმსახურებისას. დიოკლეტიანეს მეფობისას ქრისტიანების დიდი დევნის დროს, დაახლოებით 303 წელს მან გაიბრწყინა სარწმუნოების მოშურნე აღმსარებლობით. რის გამოც ის დაიჭირეს და რამდენიმე სხვა ქრისტიანთან ერთად საშინლად აწამეს. მას დაუწვეს ტერფები და შანთით თვალები ამოუწვეს. შემდეგ კი პალესტინაში, ფენოს სპილენძის მაღაროში გააგზავნეს. იქ ის ცალკე შენობაში მოათავსეს, სადაც უძლურები და მოხუცები იყვნენ დამწყვდეულნი, ვისაც მუშაობა არ შეეძლოთ. ეპისკოპოს სილუანეს (14 ოქტომბერი) ხელმძღვანელობით აღმსარებლები აქ ანგელოზებივით ცხოვრობდნენ: მარხვაში, ლოცვასა და ღვთის დიდებაში. 309 მაქსიმინუსმა მათი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ღირს იოანეს და 39 ეგვიპტელ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს. იმავე დღეს სიკვდილით დასაჯეს წმინდა სილუანეც.

ბეჭდვა
1კ1