წმინდა მოწამე ლუკია ქვრივი და მისი სულიერი შვილი გემინიანე (+დაახლ. 303) - 17 (30) სექტემბერი
წმინდა მოწამე ლუკია ქვრივი და მისი სულიერი შვილი გემინიანე (+დაახლ. 303) - 17 (30) სექტემბერი
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს, რომში ცხოვრობდა წმინდა ლუკია, მდიდარი და პატივცემული. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო 303 წელს, იგი 36 წლის დაქვრივებული იყო და 66 წლის გახლდათ. ლუკია ხელისუფლებასთან საკუთარმა შვილმა ევტროპიმ დააბეზღა, რომლის ქრისტიანობაზე მოქცევასაც დედა ამაოდ ცდილობდა.

წმინდა ლუკიამ იმპერატორის წინაშე ქრისტე აღიარა და მეფე ცრუ ღმერთების თაყვანისცემაში დაადანაშაულა. ღვთაებრივი მადლით მოცულმა წმინდანმა მტკიცედ დაითმინა სატანჯველნი. შუა ქალაქში ბრბოს შუაში გაატარეს, რომლებიც შეურაცხყოფდნენ წმინდანს. და სწორედ ამ დროს მას დაემოწაფა ვინმე გემინიანე. წმინდანმა ის სულიერ შვილად მიიღო. ისინი ერთად დაამწყვდიეს ციხეში. სამი თვის შემდეგ წამება გადაუწყვიტეს, მაგრამ უფლის ანგელოზმა ისინი სიცილიაში გადაიყვანა. მოწამენი იქიდან მენდოლასკენ გაემგზავრნენ, სადაც არაწმინდა სულები განდევნეს და მოსახლეობის დიდი ნაწილი მოაქციეს ჭეშმარიტ რწმენაზე.

ეშმაკის ჩაგონებით ოლქის მმართველმა ქრისტიანების დევნა დაიწყო. წმინდა ლუკია მთებში დაიმალა და მშვიდობიანად გარდაიცვალა, ხოლო წმინდა გემინიანეს თავი მოჰკვეთეს. შეიძლება წმინდა ლუკიას იდენტიფიცირება წმინდა ლუკია სირაკოზელთან, რომლის ხსენებაც 13 დეკემბერსაა.
................................

წმინდა მოწამე ხარალამპე, პანტელეონტი და მათთან ერთად წამებულნი - 17 (30) სექტემბერი

მათ მოიხსენიებს ბიზანტიური სვინაქსარი.

ბეჭდვა
1კ1