წმინდა მღვდელმოწამე ლამბერტი, მაასტრიხტის ეპისკოპოსი (+დაახლ. 700-705) - 17 (30) სექტემბერი
წმინდა მღვდელმოწამე ლამბერტი, მაასტრიხტის ეპისკოპოსი (+დაახლ. 700-705) - 17 (30) სექტემბერი
წმინდა ლამბერტი დაიბადა VII საუკუნეში, მაასტრიხტელ წარჩინებულთა ოჯახში. იგი განისწავლა თავის ბიძასთან, წმინდა ეპისკოპოს თეოდარდთან. ის ღვთისადმი სიყვარუ-ლით იზრდებოდა და მხურვალედ სურდა მოყვასის ცხონება. როცა მისი მასწავლებელი და სულიერი მამა მოკლეს, წმინდა ლამბერტი, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა მაასტრიხტის ეპისკოპოსად აირჩიეს.

ახალგაზრდა მწყემსი მარხვით მოაუძლურებდა სხეულს და სულით გაძლიერდებოდა, ყოველდღიურად შესწირავდა უსისხლო მსხვერპლს და გულმოდგინედ უქადაგებდა მრევლს და ასწავლიდა ქრისტიანულ სათნოებებს. თავისი წმინდა ცხოვრებით და გულმოწყალებით საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. თუმცა, ავსტრაზის მეფის ხილდერიკის (675) მკვლელობის შემდეგ, რომელიც წმინდა ლამბერტს მფარ¬ველობდა, იგი ეპისკოპოსის კათედრიდან გააძევეს. ის იძულებული გახდა, სტავლოს მონასტერში განმარტოებულიყო.

წმინდა ლამბერტი ამ კინოვიური ტიპიკონის მონასტერში ყველაზე უბრალო თავმდაბალი მონაზონივით ცხოვრობდა. ერთხელ ზამთარში შუაღამისისას, წმინდა ლამბერტი ლოცვისთვის წამოდგა, მაგრამ ამით მან მონასტერში სიმშვიდე დაარღვია. იღუმენმა ბრძანა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და დილამდე თოვლში ფეხშიშველა იდგეს მონასტრის ეზოში ჯვრის წინ. წმინდა ლამბერტიმ ნებაყოფლობით დაისაჯა თავი. დილით იღუმენმა დაინახა ჯვრის წინ ფეხშიშველი, თოვლით დაფარული ეპისკოპოსი, რომელსაც სახე ზეციური სიხარულით უბრწყინავდა, მან შენდობა ითხოვა შეცდომისათვის. რაზეც წმინდა ლამბერტმა უპასუხა, რომ პირიქით მოხარული იყო, რომ მოციქულთა მსგავსად სიცივეში ფეხშიშველი ემსახურა უფალს.

როცა წმინდა ლამბერტის განდევნის მაპროვოცირებელი მოკლეს 681 წელს, ხელისუფლება გადავიდა პიპინ გერისტალელის ხელში. მან ხალხი გააგზავნა წმინდა ლამბერტთან და სთხოვა საეპისკოპოსო კათედრას დაბრუნებოდა. წმინდანს განმარტოებული ცხოვრება სურდა, მაგრამ იძულებული გახდა დათანხმებულიყო. მაასტრიხტში დიდი სიხარულით შეხვდა მორწმუნე ერი, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთ მწყემსს ღვთის გზაზე გაჰყოლოდნენ. მადლმოსილი, სათნოებებით სრულყოფილი ადამიანი იყო წმინდა ლამბერტი. პირუთვნელი, უშიშარი. არ ერიდებოდა სიკვდლის საფრთხეს და კაცთაგან მუქარებს და მოივლიდა თავისი ეპარქიის ყველა სამრევლოს, თვით ყველაზე შორეულსაც მოინახულებდა და უქადაგებდა ყველას სახარებას, რადგან ბევრგან ჯერ კიდევ იყვნენ წარმართები. მის მაგალითს ბევრმა წარჩინებულმა კაცმაც მიმართა, და ზოგი მისი თანამოსაგრე გახდა, ზოგიც წმინდა ლამბერტის მიერ ლიეჟში და მის მიდამოებში დაარსებულ მონასტრებში დასახლდნენ.

წმინდა ლამბერტი მოუსყიდავი დამცველი იყო ღმრთაებრივი სჯულისა. მიუხედავად პიპინის ურიცხვი შემოწირულობისა, იგი ერთადერთი ეპისკოპოსი იყო, რომელმაც ღიად ამხილა მეფე, რომელმაც ვინმე დედაკაცის სახელად ალპაიდას გამო დაუტევა სჯულისმიერი ცოლი. ამ მზაკვარმა დედაკაცმა მოისყიდა მეფის მრჩეველი დოდონი და წმინდა ლამბერტის მკვლელობა დაავალა, რომელიც ამ დროს ლიეჟთან ახლოს სოფელში იყო განმარტოებული. როცა მკვლელები მიუახლოვდნენ მღვდელმთავრის სახლს, სახურავის ზემოთ გაბრწყინებული ჯვარი იხილეს. მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ისინი. შევიდნენ და მოკლეს წმინდა ლამბერტი, ეს მოხდა 700 (705) წლის 17 სექტემბერს.

წმინდა ლამბერტი ლიეჟის მფარველად ითვლება და ერთ-ერთი ყველაზე პატივმიგებული წმინდანია ბელგიის ეკლესიისა და მის სახელზე ბევრი ტაძარია აგებული.

ხატზე გამოსახულია ბელგიელ წმინდანთა კრებული - წყარო

ბეჭდვა
1კ1