წმინდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ეგვიპტეში, ალექსანდრიაში. მქადაგებელი და წმინდად მცხოვრები მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთხელაც ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ წმინდა თეოდორეს და შეიპყრეს. წმინდა მღვდელმთავარმა მათ წინააღმდეგობა არ გაუწია. უსჯულოებმა ის სასტიკად სცემეს, თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, ქალაქში დაატარებდნენ და დასცინოდნენ, შემდეგ ზღვის პირას კლდეზე აიყვანეს და მორევში ჩააგდეს. უეცრად ქარი ამოვარდა და ტალღებმა წმინდანი ნაპირზე გამორიყა. გაოცებულმა უსჯულოებმა წმინდა თეოდორე ქალაქის თავს მიჰგვარეს და მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს. წმინდანს კვნესაც კი არ დასცდენია და მოუკლებლად ლოცულობდა. ბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, წარმართებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა ნიკოდიმოსის "სვინაქსარში" 3 დეკემბერს იხსენიება სხვა თეოდორე ალექსანდრიელი. მისი მოწამეობის გარემოებანი ძალზე ჰგავს ამ თეოდორეს ცხოვრებას, შესაძლოა საუბარია ერთი და იგივე ადამიანზე. ზოგიერთი ხელნაწერის თანახმად წმინდა თეოდორე უბრალო ერისკაცი იყო.

ბეჭდვა
1კ1