წმინდა მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (III) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (III) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
მღვდელმოწამე კორნუტი, იკონიელი (სხვა ცნობით - ნიკომიდიელი) ეპისკოპოსი ცხოვრობდა სოფელ სურსალაში. იგი მხურვალე აღმსარებელი იყო ქრისტეს სახელისა. იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253- 260) მეფობის დროს ქრისტიანების დევნისას იკონიის მმართველად გააგზავნეს ვინმე პარენი. მაშინ როცა მრავალი ქრისტიანი შეშინებული გადაიმალა. წმინდა კორნუტი, უკვე ძალზე მოხუცებული, საკუთარი ნებით გამოცხადდა იკონიის მმართველის წინაშე, თამამად უთხრა: "მე ქრისტიანი ვარ", ამხილა იგი კერპთმსახურებაში და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის წმინდა კორნუტი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ფეხები წვრილი ბაწრებით შეუკრეს და ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ ხალხის დასაცინად. წმინდანს სისხლი ღვარად სდიოდა ფეხებიდან. ბოლოს ახალი სატანჯველების მერე მას მახვილით თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1