წმინდა მოწამენი: დიოდორე და დიდიმე ასურელები (არა უგვიანეს IV) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
წმინდა მოწამენი: დიოდორე და დიდიმე ასურელები (არა უგვიანეს IV) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
წმინდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. მათი მარტვილობის ზუსტი დრო უცნობია. ბიზანტიური სვინაქსარი მოგვითხრობს მოშურნე ქრისტიანებზე, რომლებიც წარმართებს სახარებას უქადაგებდნენ და მათგან მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე და მონათლეს. ლაოდიკიის მთავრის ბრძანებით ისინი შეიპყრეს. სასამართლოზე მათ თამამად აღიარეს ქრისტე და უარი თქვეს კერპების თაყვანისცემაზე. მთავარი უსჯულოებაში ამხილეს. წამების დროს წმინდანები აღესრულნენ. ზოგიერთ, მათ შორის კონსტანტინოპოლის ეკლესიის სვინაქსარში (X საუკუნის ბოლო) წერია, რომ წმინდანები წკეპლის ცემით მოკლეს. დაახლოებით ამგვარი რამ წერია 11 სექტემბერს ბასილი II-ის მონოლოგიაშიც (X საუკუნის ბოლო).

.........................

მთაწმინდელ წმინდანთა კრება - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს მამებს, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში მოსაგრეობდნენ დონეცკის ოლქში მთაწმინდის მონასტერში.

ბეჭდვა
1კ1