წმინდა მოწამე ვარიფსავა (II საუკუნე) - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
წმინდა მოწამე ვარიფსავა (II საუკუნე) - 10 (ახალი სტილით - 23) სექტემბერი
გადმოცემის თანახმად, ვინმე იაკობი იმ ადგილის შორიახლოს იმყოფებოდა, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და იხილა, თუ როგორ უგმირა მეომარმა უფალს გვერდში მახვილი, საიდანაც სისხლი და წყალი გარდამოედინა, მისი ღვთაებივი და კაცობრივი ბუნების ერთობის ნიშანი.

იაკობმა კრძალვით შეაგროვა მიწაზე დათხეული მაცხოვრის სისხლი და გამოფატრული გოგრისგან დამზადებულ ჭურჭელში მოათავსა.

ამ სიწმინდეს ცხოვრების ბოლომდე უდიდესი მოწიწებით ინახავდა, გარდაცვალების წინ კი - ორ წმინდა განდეგილს აუნდერძა.

ეს უდიდესი სიწმინდე, რომლის მეოხებითაც უამრავი სასწაული აღსრულდა, ერთი მოღვაწიდან მეორეს გადაეცემოდა, ბოლოს კი - დალმაციელ ვარიფსავთან მოხვდა.

უსჯულო ავაზაკებმა განიზრახეს, უფლის სისხლით აღვსილი ჭურჭელი ხელთ ეგდოთ, ერთ ღამით ვარიფსავის სენაკში შეცვივდნენ და ცემით სული ამოხადეს, თუმცა, მის მიერ საგანგებოდ გადამალულ სიწმინდეს ვერსად მიაგნეს.

ბეჭდვა
1კ1