წმინდა მოწამე ევფსიქი, კესარია-კაპადუკიელი (+117-138 წლები) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
წმინდა მოწამე ევფსიქი, კესარია-კაპადუკიელი (+117-138 წლები) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
ნეტარი ევფსიქი კაპადოკიის კესარიაში, სენატორ დიონისეს ოჯახში იშვა.

დაახლოებით 117 წელს, ადრიანეს იმპერატორობისას, დიონისე გარდაიცვალა, ევფსიხიმ ქრისტე მიიღო და რაც გააჩნდა, მოწყალებად გასცა.

როგორც კი მისი "ღალატის" შესახებ კაპადოკიის მმართველმა, საპრიკიოსმა შეიტყო, ევფსიქის სატუსაღოს უკრა თავი, თუმცა, იქაურ დარაჯთა წყალობით, ევფსიქის პატივით რომ ეპყრობოდნენ, საპყრობილე დატოვა,

მიმალვა არ უცდია.

შინ მიბრუნებულმა დარჩენილი ქონების ნაწილი გაყიდა და მიღებული თანხა ჯერ იმათ უწყალობა, ვინც საპრიკიოსთან დაასმინა, - ქრისტიანიაო, შემდეგ კი - იმ ღატაკთ, ვინც გზად შემოხვდა.

ბოლოს კვლავ ციხეს დაუბრუნდა და რამდენიმე დღის შემდგომ მმართველს წარუდგა, რომელმაც ევფსიქი საზარელ ტანჯვას მისცა.

საპყრობილეში თვით უფლის ანგელოსმა სრულებით განამრთელა.

მაგრამ მტარვალმა მოკლე ხანში იმდენ ხანს აწამა ნეტარი, სანამ შიგნეულობა არ გამოუჩნდა, ბოლოს კი - თავი წარკვეთა.

მისი სალმობის მოწმენი დიდად განკვირდნენ, როდესაც სისხლის ნაცვლად მის სხეულს რძე დასდინდა.

* * *

ხსენება ღირსისა პეტრე კაპადოკიელისა, ქრისტე პანტოკრატორის სახელობის მონასტრის მეორე იღუმენისა

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: პეტრე სნეჟნიცკისა და მიქაელ ტიხონიცკისა, პრესვიტერთა, ალექსანდრე მედვედევისა, დიაკონისა (+1918 წელი), ევგენი ზერნოვისა, გორკელი მიტროპოლიტისა და მას თანა: სტეფანე კრეიდიჩისა, პრესვიტერისა და ღირსმოწამეთა: ევგენისა (ვიჟვი) და ნიკოლოზისა (აშეპიევისა), იღუმენთა, და პახომისა (ივანოვი), მღვდელმონაზვნისა (+1937 წელი), მღვდელმოწამეთა: გრიგოლ ავერინისა და ვასილი სუნგუროვისა, პრესვიტერთა, და ღირსმოწამისა ლევისა (ეგოროვი), არქიმანდრიტისა (+1937 წელი)



ბეჭდვა
1კ1