ღირსმოწამე მაკარი კანევსკელი, ობრუჩის არქიმანდრიტი, პერეიასლაველი (+1678 წელი) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
ღირსმოწამე მაკარი კანევსკელი, ობრუჩის არქიმანდრიტი, პერეიასლაველი (+1678 წელი) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
წმინდა მაკარი ვოლნოელი გახლდათ, ჩრდილო-დასავლეთ უკრაინელი, სადაც იმ დროს კათოლიკენი ყოველგვარად ცდილობდნენ მართლმადიდებელთა გადაბირებას.

ღირსმა მამამ ბავშვობიდან შეიყვარა ლოცვა და ბერად აღკვეცის შემდგომ ღრმად შეისწავლა წმინდა წერილი და მამათა მემკვიდრეობა.

გარკვეული ხნის შემდგომ ჯერ მღვდლად დაესხა ხელი, შემდგომ კი - ობრუჩის მონასტრის იღუმენად, სადაც კათოლიკეთაგან დევნას დაითმენდა, საბოლოოდ სავანე სწორედ კათილიკეთა ხელით განადგურდა.

ამ ამბებიდან მოკლე ხანში ღირსი მაკარი კანევსკის მონასტრის უღუმენად დაადგინეს, სადაც მალე სასწაულთქმედებებით გაბრწყინდა: - მან ის უბედურებანი იწინასწარმეტყველა, რომელნიც მალე დაატყდა თავს ქალაქსა და სავანეს - 1678 წელს მონასტერს თათარნი დაეცნენ და ნეტარი მამა საშინლად აწამეს - ჯერ სახესა და მკერდში სცეს მათრახები, შემდეგ ხელ-ფეხი მოამტვრიეს, ტყავი გააძრეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

მისი წმინდა ნაწილნი მხოლოდ ათი წლის შემდგომ ჰპოვეს. ამჟამად ეს სიწმინდე პერეიასლავის ამაღლების სახელობის ტაძარში განისვენებს.

* * *

ხსენება ღირსთა მამათა: ალექსანდრე პერესვეტისა და ანდრია ოსლიაბისა

ბეჭდვა
1კ1