წმინდა მოწამე თიფაილე, დაი მისი თიბეა (+98-138 წლები) და წმინდა მოწამე სარვილე - 5 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
წმინდა მოწამე თიფაილე, დაი მისი თიბეა (+98-138 წლები) და წმინდა მოწამე სარვილე - 5 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
ღვთის ეს რჩეულნი წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის, ერთი წყაროს მოწმობით, ტრაიანეს (98-117 წლები), სხვა წყაროს თანახმად კი - ადრიანეს (117-138 წლები) ხელმწიფობისას ევნენ.

ხანგრძლივი და უმოწყალო წამების შემდეგ წმიდა თიფაილე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი - ყელში შუბის დარტყმით გამოასალმეს სიცოცხლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმინდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და - თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვანი კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).

ბეჭდვა
1კ1