წმინდა მოწამენი: ურბანი, თეოდორე, მედიმნე და მათ თანა 77 სასულიერო პირნი, ნიკომიდიას ვნებულნი - 05 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: ურბანი, თეოდორე, მედიმნე და მათ თანა 77 სასულიერო პირნი, ნიკომიდიას ვნებულნი - 05 (ახალი სტილით - 18) სექტემბერი
364 წელს ამ წმინდანებმა გაბედეს და არიანელი იმპერატორი, ვალენტი ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებში ამხილეს.

ვალენტი განრისხდა და ნიკომიდიის მმართველს, მოდესტოსს მათი განადგურება უბრძანა, რომელიც ხალხის აღშფოთებას მოერიდა და ნეტარი ვითომდა გადაასახლა - უსაჭო ხომალდში ჩასხა, ღია ზღვაში გაიყვანა და მსახურთ უბრძანა, მათთვის არავითარი საკვები არ მიეცათ.

თუმცა, ქარმა გემი უკან, - ნიკომიდიასთან გააბრუნა. მაშინ არიანელებმა, რომელთაც მათი ფარული მოკვდინება განიზრახეს, მარტვილთ ხალხი მიუგზავნეს და ხომალდი გადააწვევინეს.

ცეცხლთან და წყალთა ერთდროულად მებრძოლნი კი უფალს ფსალმუნის ამ სიტყვებით განადიდებდნენ: "ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად" (ფს. 65, 12).

ასე შეიტკბეს წამებაჲ იგი მაცხოვნებელი ამ წმინდა მოწამეებმა. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი!

ბეჭდვა
1კ1