წმინდა მოწამენი: ოკეანე, კენტირიონი, თეოდორე, ამიანე და იულიანე - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: ოკეანე, კენტირიონი, თეოდორე, ამიანე და იულიანე - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ეს წმინდა მოწამენი ნიკომიდიის მახლობლად, სოფელ კანდავლაში ცხოვრობდნენ, მაქსიმიანე გალერუსის (293 - 311 წლები) ზეობისას.

იმის გამო, რიმ ქრისტიანები იყვნენ, ხანგრძლივი დროით გახურებულ აბანოში გამოკეტეს, მაგრამ, ღვთის ანგელოსმა უვნებლად დაიცვა.

მაშინ ქალაქგარეთ გაიყვანეს, ხელ-ფეხი წარკვეთეს, კისრები დაუმსხვრიეს, შემდეგ კი - ცოცხლად დაწვეს.

მეოხ გვეყოს მათი ლოცვა ღვთის წინაშე!

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: გრიგოლისა (ლებედევი), შლისელბურგელი ეპისკოპოსისა, პავლე ვასილევსკისა, იოანე რომაშკინისა, ნიკოლოზ სრეტენსკისა, ნიკოლოზ ხვოშჩევისაიოანე ვასილევსკისა, ნიკოლოზ ლებედევისა, ალექსანდრე ნიკოლსკისა, პეტრე ლებედინსკისა, მიხეილ ბოგოროდსკისა, ილია იზმაილოვისა, პრესვიტერთა, ღირსმოწამისა სტეფანესი (კუსკოვი), მღვდელმონაზვნისა, მოწამეთა: ვასილი ეჟოვისა, პეტრე ლონსკოვისა, სტეფანე მიტიუშკინისა და ალექსანდრე ბლოხინისა (+1937 წელი), მოწამისა ელენესი (+1943 წელი)

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა პეტრესი, დაბრო - ბოსნიელი მიტროპოლიტისა

* * *

ხსენება წმინდათა მოწამეთა: ზარბილისი (სარბილისი, შარბილისი) და დისა მისისა ვევეასი (ვივეასი), ედესეს წამებულთა (+105 წლამდე)

ბეჭდვა
1კ1