წმინდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი (+305 - 311 წლები) - 4 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი (+305 - 311 წლები) - 4 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ქრისტეს ეს რჩეულნი ავადსახსენებელი მაქსიმიანეს ჟამს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდავლიდან იყვნენ.

ქრისტეს აღმსარებლობის გამო შეიპყრეს და იქამდე გვემეს, სანამ დაფლეთილი ხორციდან ძვალნი არ გამოუჩინეს.

შემდეგ უკუდურესად გახურებულ აბანოში გამოკეტეს, კარი სამეფო ბეჭდით დაბეჭდეს, მაგრამ მარტვილნი უფალმა დახშული კარიდან უვნებლად დაიხსნა.

ისინი მეომრებმა შეიპყრეს და ქალაქგარეთ გადაიყვანეს. წმინდანებმა ლოცვისთვის დრო ითხოვეს, დიდხანს ილოცვიდნენ და უფალს ჰმადლობდნენ, რომ მისთვის მოწამეობის ღირსნი შეიქმნენ.

ჯალათებმა სხეულები დაუნაწევრეს, მუხლნი დაუმსხვრიეს, ბოლოს კი - ცეცხლს მისცეს.

ბეჭდვა
1კ1