მოწამე ბაბილა ნიკომიდიელი და მისთანა 84 ყრმა: ამონი, დონატი და სხვანი (+III-IV საუკუნე) - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
მოწამე ბაბილა ნიკომიდიელი და მისთანა 84 ყრმა: ამონი, დონატი და სხვანი (+III-IV საუკუნე) - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
წმინდა ბაბილა წარმოშობით ანტიოქიიდან გახლდათ, ნიკომიდიის სკოლაში ასწავლიდა და 84 ნორჩი მოსწავლე ჰყავდა, რომელნიც ქრისტეს ნათელს აზიარა.

როდესაც ამ ქალაქში მაქსიმიანე გალერუსმა ქრისტიანთა დევნა იწყო, შეიტყო, რომ ბაბილა დევნას გადაურჩა, მოუწოდა და ყოველმხრივ ეცადა, რწმენაზე უარი ეთქმევინებინა, თუმცა, ამაოდ.

მაშინ, მხცოვანი მასწავლებლის ჭაღარა არად ჩააგდო და მეომრებს მისი ცემა უბრძანა, შემდეგ კი მთლად დასისხლიანებული და ხელფეხდამსხვრეული ბაბილა ციხეში გამოკეტა. წმინდა მოხუცი კი ჰმადლობდა უფალს და ადიდებდა.

მაქსიმიანემ ვერც მისი მოწაფენი მისდრიკა, ჯალათებს მათი გვემა უბრძანა, ისინი კი ხმაჰყოფდნენ:

- ქრისტიანნი ვართ და კერპთ არასოდეს შევწირავთ მსხვერპლს!

გამხეცებულმა ტირანმა ბაბილას თავისი მოწაფეებიანად თავები წარკვეთა.

ბეჭდვა
1კ1