წმინდა მოწამე ვასილისა ნიკომიდიელი - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
წმინდა მოწამე ვასილისა ნიკომიდიელი - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
წმინდა ვასილისა ბითვინიაში, ნიკომიდიის გარეუბანში იმპერატორ დიაკოლეტიანეს ჟამს ცხოვრობდა.

ქრისტიანთა დიდი დევნისას (303-305 წლები) იგი მხოლოდ 9 წლის გახლდათ, მაგრამ სხვა ქრისტიანებთან ერთად მაინც შეიპყრეს და ქალაქის მმართველის, - ალექსანდრეს წინაშე უშიშრად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო.

გოგონას ჯერ სახეში სცემეს, შემდეგ - გააშიშვლეს და უმოწყალოდ აწამეს, მაგრამ რაც უფრო გვემდნენ, მით ადიდებდა და ჰმადლობდა უფალს ვასილისა.

პატარა გოგონას სიმტკიცით გულმოსულმა ალექსანდრემ უარესი სატანჯველი განუჩინა მოწამეს: - ჯალათებმა ვასილისას ტერფები დაუხვრიტეს, თავდაყირა დაჰკიდეს და გავარვარებულ კუპრჩი ჩაუშვეს, მაგრამ გოგონა, ღვთის შეწევნით, უვნებელი დარჩა.

უარესად გაავებულმა ჯალათებმა ჯერ გახურებულ ღუმელში შთააგდეს ბავშვი, რომელსაც ცეცხლი არც შეხებია, შემდეგ კი - ლომებს მიუგდეს, თუმცა, არც ისინი მიჰკარებიან ნეტარს.

ესოდენ სასწაულთა მოწმე ალექსანდრემ ბოლოს და ბოლოს, ქედი მოიდრიკა ვასილისას წინაშე, ქრისტე აღიარა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის ხელთაგან ნათელ იღო და მოკლე ხანში მიიცვალა.

ალექსანდრეს დაკრძალვის შემდგომ ვასილისამ ქალაქი დატოვა, უეცრად წყურვილი იგრძნო, ილოცა და მყისვე მის მახლობლად, ქვიდან წყარომ ამოხეთქა.

გოგონამ წყლით სული მოითქვა, უფალს მადლობა შესწირა და სული უფალს შეჰვედრა.

ბეჭდვა
1კ1