წმინდა მოწამენი: ამონი და აითალა თრაკიელნი - 02 (ახალი სტილით - 15) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: ამონი და აითალა თრაკიელნი - 02 (ახალი სტილით - 15) სექტემბერი
ეს მარტვილნი ადრიანოპოლის მმართველს მიჰგვარეს დაკითხვაზე და როდესაც ადეკითხნენ, ვინ ხართ და რა გქვიათო, უპასუხეს: - ქრისტიანები ვართო!

მას შემდგომ კი, რაც "ღმერთთათვის" მსხვერპლის შეწირვა მტკიცედ იუარეს, მტარვალმა ხარის ძარღვებით ორივე იქამდე გვემა, სანამ სული არ ამოხადა.

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა დიომიდესი, მახვილით განგმირულისა

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა იულიანასი

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ევტიქისა, რომელმაც სიკვდილი ცეცხლში მიიღო

* * *

ხსენება წმიდისა მოწამისა ისიხისა, რომელიც ჩამოახრჩეს

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ლეონიდესი, რომელმაც სიკვდილი ცეცხლში მიიღო

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ევტიქისა, რომელიც ჯვარზე ევნო

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ფილადელფოსისა, რომელსაც ყელზე მძიმე ქვა გამოაბეს და ისე გამოასალმეს სიცოცხლეს

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა პართაღაპისა, ზღვაში დამხრჩვალისა

ბეჭდვა
1კ1