მღვდელმოწამე ევტიქიოსი - მოწაფე წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა (I-II) - 24 აგვისტო (6 სექტემბერი)
მღვდელმოწამე ევტიქიოსი - მოწაფე წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა (I-II) - 24 აგვისტო (6 სექტემბერი)
24 აგვისტოს (6 სექტემბერს) ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეს მღვდელმოწამე ევტიქიოსს იხსენიებს. მღვდელმოწამე ევტიქიოსი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში.
ერთხელ, როცა წმინდა ევტიქიოსი ქრისტეს მოძღვრების გამო წარმართ მდევნელებს საპყრობილეში ჰყავდათ ჩაგდებული და დიდი ხნით აშიმშილებდნენ, უფალმა მას უჩინარი ხელით პური გაუგზავნა, რითაც ისე დაპურდა, რომ დიდხანს არანაირი წამება არ აყენებდა ტკივილს.

სხვა დროს, ხეზე დაკიდეს შიშველი და რკინის იარაღებით აწამებდნენ, მისი სისხლი კი კეთილსურნელოვნებით ატკბობდა ჰაერს.

მტარვალებმა წმინდა ევტიქიოსს დაწვაც დაუპირეს, თუმცა ამაოდ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა და ნეტარი დაწვას გადაურჩა.

არც მხეცებმა დააკარეს პირი ქრისტეს ერთგულ ტარიგს. მეტიც, წმინდანის შეჭმის ნაცვლად ლომმა ადამიანის ხმაზე უფლის დიდება დაიწყო.

ბოლოს, ევტიქიოსი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამებრივად - მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს.

მღვდელოწამე ევტიქიოსის, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის კონდაკი:

მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღდელმთავართა შუენიერებაი იქმენ, ევტიქი, მოწამეობაი ადიდენ და განბრწყინდი, ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა, და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლოესა ქრისტესსა.

ბეჭდვა
1კ1