მღვდელმოწამე რაფაელი - შიშატოვაცკის მონასტრის იღუმენი (+1941) - 21 აგვისტო (3 სექტემბერი)
მღვდელმოწამე რაფაელი - შიშატოვაცკის მონასტრის იღუმენი (+1941) - 21 აგვისტო (3 სექტემბერი)
ძველი სტილით 21 აგვისტოს (3 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 1941 წლის 3 სექტემბერს მოწამებრივად აღსრულებულ მღვდელმოწამე რაფაელს, შიშატოვაცკის მონასტრის იღუმენს. მან სული დადო ქრისტესთვის, მართლმადიდებლობისა და სერბეთისათვის. შიშატოვაცკის მონასტერი, ისევე როგორც სრემსკის ეპარქიისა და ფრუშკის მთის ყველა მონასტერი, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან და მისი დასრულების შემდგომ, სერბთა გენოციდისა და მართლმადიდებლობის განადგურების მოწმე იყო. დაე, მოწამე იღუმენ ღირსმოწამე რაფაელის (მომ-ჩილოვიჩის) დაწერილი ეს მცირე ნარკვევი შიშატოვაცკისა და სრემსკის ვრცელი მარტიროლოგიის ფრაგმენტი გახდეს.

გიორგი მომჩილოვიჩი დაიბადა ბაჩკში, სოფელ დერო¬ნეში სერბი გლეხების - ველიმირ და პერსიდა მომჩილოვიჩების ოჯახში. ის ოჯახში მესამე და ნაბოლარა ბავშვი იყო. როდესაც ბიჭს თორმეტი წელი შეუსრულდა, მამამ კოვილის მონასტერში წაიყვანა, სადაც მონასტრის სკოლაში რამდენიმე წელი დაყო. შემდეგ გიორგი ბოდჟანეს მონასტერში გადავიდა, სადაც უკვე როგორც მორჩილი, ხატწერას სწავლობდა.

1897 წელს კოვილსკის მონასტრის იღუმენი მირონი (ჯორჯევიჩი) 22 წლის გიორგისთან ერთად მანასიას მონასტრის ძმობაში გადავიდა, სადაც მან სულ მალე მონაზვნობა მიიღო რაფაელის სახელით, ჰოლანდიელი ბერის, ღირსი რაფაელ ბანატინსკის პატივსაცემად. მას აღკვეცისთანავე ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო შემდგომ წელს - მღვდელ-მო¬ნაზვნად. სერბეთის ახალმა მიტროპოლიტმა და წმინდა სინოდმა იგი რუსეთში გააგზავნეს, სადაც მღვდელ-მონაზონი ხატწერას ეუფლებოდა და მოსკოვში, სერბეთის მეტოქში მსახურობდა.

სამი წლის შემდეგ მამა რაფაელი სერბეთში დაბრუნდა. რუსეთის ცივმა ჰავამ დაუსუსტა მანამდე შერყეული ჯანმრთელობა. ერთი წლით იგი გაემგზავრა იტალიაში ხატწერის ცოდნის სრულყოფისათვის. რომიდან მამა რაფაელი ბელგრადში დაბრუნდა და გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა რაკოვიცის მონასტერში, შემდეგ ორი წელი - ბუკოვის მონასტერში და სავარაუდოდ, 1908 წელს კოვილის მონასტერში დაბრუნდა. 1935 წელს იგი შიშატოვაცკის მონასტრის ძმობაში მიიღეს. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მამა რაფაელის ხატმწერობაზე უფრო მეტს წერენ, ვიდრე თავად მის შესახებ (მისი ოსტატობა სპეციალისტ-ხელოვნებათმცოდნეების ყურადღებას იპყრობდა).

მამა რაფაელი მოწამებრივ აღსასრულამდე რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1935 წელს, შიშატოვაცკის მონასტრის მონაზონი გახდა. სამი წლის შემდეგ იგი წინამძღვრად აირჩიეს. ამ სამი წლის განმავლობაში მან დაწერა დიდი რაოდენობით ხატი, მოხატა რამდენიმე კანკელი და შექმნა გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეთა პორტრეტების არაჩვეულებრივი გალერეა. ამ პორტრეტებს შორის უნდა მოვიხსენიოთ მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩაღებულ ჯოჯოხეთში დაღუპული სერბეთის პატრიარქ გაბრიელის პორტრეტი. მოწამე პატრიარქის ზურგს უკან გამოსახულია წმინდა საბას სახელობის მომავალი ტაძარი ვრაჩეში, რომლის მშენებლობისათვის იღუმენი განსაკუთრებით ზრუნავდა და ტაძრის მშენებლობას ახმარდა მთელ საფასურს, რასაც იღებდა თავისი მხატვრული შემოქმედების გაყიდვით, რომელსაც მონაზვნური მოკრძალებით აფასებდა. ამიტომაც ღირსყო უფალმა იგი სერბ ახალმოწამეთა კრებულთან ერთად სწორედ ამ ტაძრის თაღებქვეშ განდიდებულიყო. ამგვარად განადიდებს უფალი თავის ერთგულთ, ერთგულთ სიკვდილამდე.

1958 წლის მარტში იმ დროისათვის არქივში არსებული მონაცემებით, წმინდა სინოდმა შეადგინა მღვდელთა და ეპისკოპოსთა სია, რომლებიც ხ.დ.ს.-ს (ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფო) ტერიტორიაზე 1941 წლის აპრლიდან 1944 წლის დასასრულამდე უსტაშების ხელით დაიღუპნენ. სრემსკის ეპარქიის (ომის შემდგომ ბელგრადის საარქიეპისკოპოსოდან გამოყოფილი) მარტიროლოგიაში 173-ე ნომრით იღუმენ რაფაელის (მომჩილოვიჩის) მოწამებრივი აღსასრულია მოთხრობილი: "1941 წლის 25 აგვისტოს ზედამხედველი ნიკოლა ბუნტაკი რამდენიმე უსტაშის თანხლებით მონასტერში შეიჭრა და დააპატიმრა იღუმენი, ასევე სამი მონაზონი - დიმიტრი, გერმანე და თეოფანე. მამა რაფაელი მონაზვნებთან ერთად სლოვონკის პოჟეგეს სადგურზე წაიყვანეს. მატარებელში მას წვერი დააგლიჯეს, სცემდნენ და აიძულებდნენ ემღერა სერბი ჩეტნიკების სიმღერები. სლავონსკის პოჟეგეს სადგურზე პატიმრები საღამოს 9 საათამდე უცდიდნენ მატარებელს სლავონსკის ბროდიდან, რომლითაც ბორანსკისა და დერვენტის მაზრიდან კიდევ 400 დაპატიმრებული სერბი მოიყვანეს. სადგურზე უსტაშებმა სერბები ოთხ-ოთხად გადააბეს, კოლონას წინ მამა რაფაელი ჩაუყენეს სამ მონაზონთან ერთად და ქალაქში გაატარეს. გზაში უსტაშები ისე სცემდნენ სერბებს, რომ მოხუცები და, მათ შორის, იღუმენი რაფაელიც, ბორძიკობდნენ და ეცემოდნენ. ეს უსტაშებს კიდევ უფრო ამძვინვარებდა. ისინი ურტყამდნენ მათ და ყვიროდნენ: "აბა, ჩეტნიკებო, იმღერეთ თქვენი სიმღერა "წმინდაო ღმერთო!" შემდეგ ტუსაღები შეიყვანეს საავადმყოფოს ეზოში, რომელშიც ბანაკი მოეწყოთ, ჩაამწკრივეს და სათითაოდ დაუწყეს ცემა. ცემისგან იღუმენმა რაფაელმა გონება დაკარგა და დაეცა, ხოლო ისინი, ვინც მის უკან მორბოდნენ, იძულებული გახდნენ, გადაეთელათ იგი. მოწამე იღუმენი ისე იყო ნაცემი, ვეღარ იცნობდით. იგი ჯერ ბანაკის საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ გადაიყვანეს სერბეთში, ბელგრადის ერთ-ერთ საავადმყფოში, სადაც გატეხილი 5 ნეკნი და მრავალრიცხოვანი სისხლდენა აღმოუჩინეს. 1941 წლის 3 სექტემბერს იღუმენი რაფაელი მიღებული ტრავმებისაგან აღესრულა".

ამ ტექსტიდან, რომელიც სინოდის კანცელარიაში საარქივო მონაცემების მიხედვით შედგა, ცხადი გახდა, რომ ღირსმოწამე რაფაელი (მომჩილოვიჩი) სლავონსკის პოჟეგში წამების შემდეგ ბელგრადის საავადმყოფოში აღესრულა და დაკრძალულია ბელგრადის ერთ-ერთ სასაფლაოზე, ანდა რომელიმე საერთო სასაფლაოზე, რომლის ადგილსამყოფელი იმ დროისათვის არ დაუდგენიათ. მხოლოდ ყოვლისმცოდნე უფალმა უწყის ახალმოწამის მიწიერი სავანის ადგილმდებარეობა, რომლის სული საუკუნო ნეტარებაში უფლის საყდრის კვარცხლბეკთან განისვენებს.
..................
ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat